ღარიბაშვილი: არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში – უბედურება, ტრაგედია, ომი; ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება და ხელისუფლება განაგრძობს სახელმწიფოს და მოქალაქეების დაცვას.

„არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს დაცვას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Back to top button