ტირანია საქართველოში 2012 წელს დასრულდა, აკერმანის და მისი წიგნის დახმარების გარეშე, და ის ვეღარ დაბრუნდება – ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 6-8 აპრილს Rooms Kokhta-ში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის შეკრება შედგა, სადაც შეხვედრის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა.
მისი თქმით ეს ყველაფერი ზუსტად ჯდება სააკაშვილის დირექტივაში, რომ “გაზაფხულზე ყველაფერი უნდა დასრულდეს.”
„მაშინ როდესაც ოპოზიცია ერთი ხელით ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს, მეორე ხელით მისი დამხობის გეგმებს აწყობს. როგორც ინფორმაციამ გამოჟონა, ამ ბაკურიანში “რუმს”-ში ჩატარებულა რადიკალური ოპოზიციის და მასთან აფილირებული რადიკალ აქტივისტების ტრენინგად მონათლული სერობა, სადაც ფაქტიურად მორიგი “რევოლუციური კომიტეტის” და ხელისუფლების დამხობის მონახაზი შედგა. რა თქმა უნდა ისინი იტყვიან, რომ ეს ჩვეულებრივი ღონისძიება იყოო და ა.შ. მაგრამ უკვე გვაქვს გამოცდილება თუ რა მოსდევს მსგავს “ტრენინგებს.” 2003 წელსაც ზუსტად იგივე ხდებოდა. ეს ყველაფერი კი ზუსტად ჯდება სააკაშვილის დირექტივაში, რომ “გაზაფხულზე ყველაფერი უნდა დასრულდეს.” ამას ებმის “უკრაინის თემაც” თუმცა, ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ, კარზე არა 2003, არამედ 2022 წელია და ეს ტოქსიკური შემადგენლობა, მათი ძველი თუ ახალი სახეებით, უკვე ლუსტრირებულია. P.S. და კიდევ ერთი, ტირანია საქართველოში 2012 წელს დასრულდა, აკერმანის და მისი წიგნის დახმარების გარეშე, და ის ვეღარ დაბრუნდება“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.