,,გაიგონ, რომ მიშიკო არ არის პოლიტპატიმარი, არ არღვევენ მის უფლებებს და კანონიერად იხდის სასჯელს, ამიტომ არ არსებობს მსოფლიოში ინსტიტუცია, რომელიც ამას უარყოფს და ლომჯარიას, გიგაურის და გვარამიას სიცრუის, პირადი გამორჩენის მიზნით, თანამონაწილეები არ გახდებიან” – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქაელში.
როგორც ფოჩხუა წერს, მთავარმა მანიპულატორმა გვარამიამ სასწრაფო წესით დადო დასკვნის სათავისო თარგმანი, როდესაც ნახეს ხალხის რეაქცია, მყისიერად წაშალეს და მიახლოებული თარგმანი დადეს.
,,რამდენჯერ უნდა გაუცრუოს იმედი, ფსკერს ქვემოთ ჩასულ დესტრუქციულ ოპოზიციას, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნამ, რომ შეწყვიტონ ტყუილითა და სიცრუით საზოგადოების მანიპულირება. იგივე განმეორდა გუშინაც, მთავარმა მანიპულატორმა გვარამიამ სასწრაფო წესით დადო დასკვნის სათავისო თარგმანი, ისეთი როგორსაც აწვდიდნენ თავისი მართველობის დროს საზოგადოებას და ტყუილში აცხოვრებდნენ, როდესაც ნახეს ხალხის რეაქცია, მყისიერად წაშალეს და მიახლოებული თარგმანი დადეს. გაიგონ, რომ მიშიკო არ არის პოლიტპატიმარი, არ არღვევენ მის უფლებებს და კანონიერად იხდის სასჯელს, ამიტომ არ არსებობს მსოფლიოში ინსტიტუცია, რომელიც ამას უარყოფს და ლომჯარიას, გიგაურის და გვარამიას სიცრუის, პირადი გამორჩენის მიზნით, თანამონაწილეები არ გახდებიან. და კიდევ, პოლიტიკურად გაიზარდა ქართული საზოგადოება, კარგად არჩევს ტყუილს, მართალს და ამას საარჩევნო ყუთთან აფიქსირებს” – წერს ფოჩხუა facebook-ზე.