შალვა პაპუაშვილი: ალექსეი არესტოვიჩის კომენტარი ჩვენს განცხადებებს ადასტურებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

 

„ეს კომენტარი ჩვენს განცხადებებს ადასტურებს – „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი არეულობა, ხელისუფლების არადემოკრატიული შეცვლა და ქვეყნის ომში ჩართვა. ამას ადასტურებს ეს კომენტარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

Back to top button