ედიშერ გვენეტაძე: ნაცების კაცმა, იგივე უკრაინელმა ნაცმა არესტოვიჩმა თავად დაუსვა დიაგნოზი და უწოდა ნაცებს – ომის პარტია

„საბოლოოდ გახდა ნათელი, თუ რატომ გამოგზავნეს არაჟნების ყუთით არალეგალურად საქართველოში სააკაშვილი! გათვლა ჰქონდათ მარტივი! სააკაშვილი-საქართველო-ნაცები-ომი! ამათი მიზანი ნათელი იყო საქართველოს ომში ჩაბმა და აქაურობის საომარ ველად ქცევა!“- ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, რომ „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

 

„ჭეშმარიტად! ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში წამოაყვირა და ასეცაა: “არაფერი არა არს დაფარული რომელიც არ გაცხადდების”! აი ნაცების კაცმა, იგივე უკრაინელმა ნაცმა არესტოვიჩმა თავად დაუსვა დიაგნოზი და უწოდა ნაცებს – ომის პარტია! უკვე საბოლოოდ გახდა ნათელი, თუ რატომ გამოგზავნეს არაჟნების ყუთით არალეგალურად საქართველოში სააკაშვილი! გათვლა ჰქონდათ მარტივი! სააკაშვილი-საქართველო-ნაცები-ომი! ამიტომაც აქვთ ატეხილი მუცლის გვრემა და ნერვიული აშლილობა ერთიან სანაციანოს, როგორც საქართველოში ისე უკრაინაში! ამათი მიზანი ნათელი იყო საქართველოს ომში ჩაბმა და აქაურობის საომარ ველად ქცევა! და საქართველოს და ქართველი ხალხის საბოლოოდ გადაშენება! აი ვინ იყო და ვინ არის სინამდვილეში სააკაშვილი და მისი ომის პარტია-ნაციონალური მოძრაობა! ამიტომაც ცდილობენ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანას! ახლა მაინც მიხვდით ვისაც ყურნი და თვალნი გასხიათ, რა უბედურებას უპირებდნენ და უპირებენ ეს ღვთისა და ერის მგმობელები საქართველოს და მის მოსახლეობას! ამიტომაც, ფრთხილად ქართველებო!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

Back to top button