ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია, რაც საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ სურს არეულობა და ამისთვის აწყობს რევოლუციურ და ნებისმიერ სხვა გეგმას. „ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია. რაც საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის და გაიგო ამ ორი თვის განმავლობაში, დღეს უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა ოფიციალურმა კიევმა.
„ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია და ომის პარტია არის იმიტომ, რომ ისინი არიან მოღალატეები. ანუ, ომის პარტიასთან ერთად ისინი არიან ღალატის პარტია. შესაბამისად, ყველაფერი არის აბსულუტურად ლოგიკურ კავშირში ერთმანეთთან. „ნაცმოძრაობას“ სურს ერთადერთი რამ დღეს და ამისთვის აწყობენ ისინი რევოლუციურ გეგმებსაც და ნებისმიერ სხვა გეგმას, რომელიც დაკავშირებულია არეულობასთან“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.