მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფონდის საბჭოს პრეზიდენტი, ვოლფგანგ იშინგერი გერმანიაში უკრაინის ელჩს ეხმაურება, რომელმაც გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს „შეურაცხყოფილი ღვიძლის ძეხვი“ უწოდა.
„ძვირფასო ანდრეი, სჯობს ერთი წამით შეჩერდეთ. თქვენ ხართ აქ [გერმანიაში] აკრედიტებული ელჩი და მყვირალა ლოზუნგებით უკრაინის საქმეს ზიანი შეიძლება მიაყენოთ. წლების წინ, რიჩარდ გრენელს [ამერიკელი დიპლომატი] ვურჩიე: „ახსენით თქვენი ქვეყნის პოლიტიკა, მაგრამ არ შეეცადოთ უთხრათ მასპინძელ ქვეყანას რა უნდა გააკეთოს“, – დაწერა იშინგერმა Twitter-ზე.