„ნაციონალური მოძრაობა“ არის ომისა და ღალატის პარტია – დღეს რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. მათ უნდა საქართველო ჩაითრიონ ომში და იგივე ხდებოდეს, რაც ხდება მარიუპოლში ამ წუთას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„როცა ვამბობთ ღალატის პარტიას, ამის დოკუმენტირებული მონაცემები გვაქვს. საუბარია 2008 წლის რეზოლუციაზე, სადაც პირდაპირ საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება და საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა ცხინვალში. ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იგივეს აკეთებს დღეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.