„ამხელა ქვეყნის ელჩი ასე არ უნდა იქცეოდეს და თუ რამე უნდა, პირდაპირ უნდა საუბრობდეს ქართულ საზოგადოებასთან. მან საზოგადოებას თავისი მიზნები უნდა გაუმჟღავნოს თავისი პირით და არა ნინო ლომჯარიას, გიორგი ვაშაძის და სხვების მეშვეობით“ – წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია ” ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით ლომჯარიას პირით ლაპარაკის ნაცვლად, კელი დეგნანმა უნდა განმარტოს, რაში ჭირდება, შეგნებული თვითდაზიანების თუ სიმულირებული ავადმყოფობის საბაბით, სააკაშვილის განთავისუფლება.
„გუშინ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და თქვა, რომ ხელისუფლება მის რეკომენდაციებს „ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს“.
დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ თამაშს ძალიან კარგად ხვდება. ძალიან ცუდია, როდესაც ამერიკის ელჩი სააკაშვილის განთავისუფლების სურვილის გამჟღავნებას ვერ ბედავს და ლომჯარიას პირით არჩევს ლაპარაკს.
ამხელა ქვეყნის ელჩი ასე არ უნდა იქცეოდეს და თუ რამე უნდა, პირდაპირ უნდა საუბრობდეს ქართულ საზოგადოებასთან. მან საზოგადოებას თავისი მიზნები უნდა გაუმჟღავნოს თავისი პირით და არა ნინო ლომჯარიას, გიორგი ვაშაძის და სხვების მეშვეობით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ვინ არის ნინო ლომჯარია – დისკრედიტებული ადამიანი, რომლის არცერთ სიტყვას საზოგადოებაში ნდობა არა აქვს. ეს ძალიან კარგად იცის კელი დეგნანმაც. ლომჯარიას აქვს დავალება, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ხელი შეუწყოს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას, რისი საბოლოო მიზანიც საქართველოში სიტუაციის არევა და უკრაინაში დაწყებულ ომში საქართველოს ჩათრევაა.
სწორედ ამიტომაა, რომ ლომჯარია დღემდე არცერთი პატიმრის ბედით წესიერად არ დაინტერესებულა, სააკაშვილზე ზრუნვა კი ლამის თავის ერთადერთ საქმედ აქცია. ლომჯარიას პირით ლაპარაკის ნაცვლად, კელი დეგნანმა უნდა განმარტოს, რაში ჭირდება, შეგნებული თვითდაზიანების თუ სიმულირებული ავადმყოფობის საბაბით, სააკაშვილის განთავისუფლება, შესაბამისად, რაში ჭირდება საქართველოში სიტუაციის არევა და რაში ჭირდება ომი ჩვენს ქვეყანაში. ამერიკის ელჩი ანგარიშვალდებულია ქართველი ხალხის წინაშე, რომელიც მის სახელმწიფოს ჯერ კიდევ საქართველოს მეგობრად მიიჩნევს“- წერს ნანა კაკაბაძე.