სამარცხვინოა, ნამდვილად სამარცხვინოა, როცა ადამიანს მით უფრო ქართველ ქალს ასეთი აზროვნება და მსჯელობა შეუძლია: დიდი უბედურებაა ყველა ბავშვის დაღუპვა და გარდაცვალება, უკრაინაში იქნება თუ საქართველოში – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ელიზაბეტ ბადაშვილის ფეისბუქ სტატუსს, სადაც თავად წერს, რომ „220 ბავშვი გარდაიცვალა უკრაინაში, ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება“.
„ სამარცხვინოა, ნამდვილად სამარცხვინოა, როცა ადამიანს მით უფრო ქართველ ქალს ასეთი აზროვნება და მსჯელობა შეუძლია: დიდი უბედურებაა ყველა ბავშვის დაღუპვა და გარდაცვალება, უკრაინაში იქნება თუ საქართველოში.
მაგრამ სხვანაირად რომ არ შეუძლიათ „ნაციონალებს“? აქაც პოლიტიკური ქულების დაწერა და ისევ ცხედრებზე? კატასტროფაა, რომ ადამიანი ილანძღება და იწყევლება იმის გამო, რომ თურმე, საქართველოში ხალხმა ძალიან განიცადა ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული პიროვნების ნიკა წულუკიძის ოჯახის ტრაგედია, მაგრამ მისი ვიწრო აზროვნებით, თურმე სათანადოდ არ გამოვხატეთ მწუხარება, უკრაინელი ბავშვების სიკვდილზე. ძნელია, „ნაციონალური მოძრაობის“ „თვალსაჩინო“ ქალბატონის ამორალურ საქციელს და უზნეობას რამეთი უპასუხო, ალბათ ერთადერთი მას უნდა მიუსამძიმრო სწორედ ასეთი აზრების თუნდაც ხმამაღლა გამოხატვის გამო!“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.