გია აბაშიძე: რატომ ეწოდება “ნაციონალურ მოძრაობას” ანტიჰუმანური, ბოროტი სექტა? იმიტომ, რომ ადეპტებად მსგავსი ავსულები ჰყავს

,,რატომ ეწოდება “ნაციონალურ მოძრაობას” ანტიჰუმანური, ბოროტი სექტა? იმიტომ, რომ ადეპტებად მსგავსი ავსულები ჰყავს,” – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ელისაბედ ბადაშვილის facebook პოსტს, სადაც ბადაშვილი ნიკა წულუკიძის მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებას ეხმიანება და წერს, რომ ,,ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! დადექით სწორ მხარეს!”

 

როგორც ანალიტიკოსი წერს, ამგვარი კაცთმოძულეების დამსახურებით, სააკაშვილის ომის პარტია ყოველთვის იქნება მარგინალთა ველზე.

 

,,რატომ ეწოდება “ნაციონალურ მოძრაობას” ანტიჰუმანური, ბოროტი სექტა? იმიტომ, რომ ადეპტებად მსგავსი ავსულები ჰყავს. არ აქვს მნიშვნელობა საჯარო თუ კერძო სექტორში მუშაობს, თუნდაც უმუშევარი იყოს. ამგვარი კაცთმოძულეების დამსახურებით, სააკაშვილის ომის პარტია ყოველთვის იქნება მარგინალთა ველზე,” – წერს Facebook – ზე ანალიტიკოსი.

Back to top button