,,არა აქვს აზრი ამ არსების გინებას, შერცხვენას, მისი უტიფარი სიტყვების გაკიცხვას,” – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის ელიზაბედ ბადაშვილის facebook პოსტს, სადაც ბადაშვილი ნიკა წულუკიძის მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებას ეხმიანება და წერს – რომ ,,უკრაინაში 220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა, ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! დადექით სწორ მხარეს!”
როგორც გაბრიჭიძე წერს, რად უნდა ნიკა მელიას ეს არსება? რაც მას და მისი პარტიის “იმიჯს” ამ ფოტოთი ზიანი მიადგა, იმ თავხედობის მერე რაც ამ არსებამ იკადრა, ვერ ხვდება?
,,არა აქვს აზრი ამ არსების გინებას, შერცხვენას, მისი უტიფარი სიტყვების გაკიცხვას. ის არის საშიში საზოგადოებისთვის. ის დადის ქუჩაში, სადაც დადიან ჩვენი შვილები, მოხუცი მშობლები, ნაცნობები, უცნობები და უბრალოდ ადამიანები. ის საშიშია საზოგადოებისთვის! რად უნდა ნიკა მელიას ეს არსება? რაც მას და მისი პარტიის “იმიჯს” ამ ფოტოთი ზიანი მიადგა, იმ თავხედობის მერე რაც ამ არსებამ იკადრა, ვერ ხვდება? კიდევ ერთხელ ვამბობ – ეს არსება საშიშია საზოგადოებისთვის!” წერს გაბრიჭიძე.