seekingalpha: საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა, ის არ და ვერ იქნება რაიმე სახით სანქციების ქვეშ მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების სიაში

ლონდონი, 2022 წლის 6 მაისი Green Vals სატრასტო ფონდის მუშაობაში ჩავარდნების პასუხად, ბენეფიციარებმა სასამართლო პროცესი წამოიწყეს და Guernsey Court-ში დაობენ ბანკის მიერ დანიშნული ნდობით აღჭურვილი პირის მხრიდან ნდობის დაკარგვისა და პოლიტიკური წნეხის მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

სასამართლო პროცესი იყო სატრასტო ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულებების სერიოზული დარღვევების შედეგი ბენეფიციართა აქტივების მართვისა და კლიენტების კანონიერი ინტერესების უგულვებელყოფის ნაწილში.

 

ბენეფიციარებმა ამ დარღვევების შესახებ რამდენჯერმე გამოთქვეს უკმაყოფილება ნდობით აღჭურვილი პირისადმი მიწერილ წერილში, რომელმაც დაადასტურა, რომ სატრასტო ურთიერთობა შემოთავაზებული და დანერგილი იქნა ბანკის მიერ ბენეფიციართა ინტერესების დასაცავად და საჭირო თანხების გამოყოფის უზრუნველსაყოფად. 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა ითხოვეს თანხების ათვისება, რომლის ვიზირებაც ნდობით აღჭურვილმა პირმა 2022 წლის 4 აპრილს მოახდინა და რითაც ფინანსური ზიანი მიაყენა ბენეფიციარებს.

 

ამ პერიოდში ნდობით აღჭურვილმა პირმა არაგონივრულად გამოითხოვა ინფორმაცია და თხოვნაში დაგვიანების მიზეზად მიუთითა აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური გარემო, თან ვერ მოახდინა მისი პირველადი ფუნქციის შესრულება – ვერ მოახდინა მინდობილი აქტივების მართვა ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

თავად ბენეფიციარებს კავშირი არ გააჩნიათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არც რაიმე საინქციის ქვეშ მოყოლილან. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. ის არ და ვერ იქნება რაიმე სახით სანქციების ქვეშ მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების სიაში. ეს ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.

 

ნდობით აღჭურვილმა პირმა ჯერ ვერც ელემენტარული გადამოწმება განახორციელა და ვარაუდობს, რომ ბატონი ბიძინა არა მხოლოდ დისკრიმინირებულია სატრასტო ფონდის მიერ, არამედ ასევე დაუქვემდებარეს ბანკის პოლიტიკური წნეხის კამპანიას.

 

2022 წლის 4 მარტის წარუმატებელი ისტრუქცია არ იყო ცალკეული შემთხვევა. იგივე მეთოდები იქნა გამოყენებული 2022 წლის 14 აპრილით დათარიღებული კლიენტის ინსტრუქციის შემდეგ, როდესაც კლიენტმა წერილობითი მითითებები გასცა თანხების შემდგომი ათვისების შესახებ და ინფორმაცია მიუთითა დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, თანხების ათვისება ბენეფიციართა უფლებების დარღვევად რჩება.

 

ნდობით აღჭურვილი პირის მიერ აქტივების მართვა და თანხები, რომლებიც იქნა ათვისებული არ უკავშირდება სასამართლო დავას ან მის შედეგებს. ეს აქტივები ცალკე ფინანსური ინსტრუმენტებია. ბატონი ბიძინას პრესმდივანმა განაცხადა, რომ „ბატონი ბიძინა ძალიან უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ იმართება მისი აქტივები. პრინციპში, ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც ნდობით აღჭურვილი პირის ქმედებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის მიზანსა და პრინციპებთან. რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ნდობით აღჭურვილი პირის ქმედებები წინააღმდეგობრივია და მას არ გააჩნია ეკონომიკური ლოგიკა და თან საშიშ პრეცედენტს ქმნის.

 

ბენეფიციართა ეს პოზიცია მკაფიოდ იქნა განსაზღვრული 2022 წლის 14 და 29 აპრილით დათარიღებულ წერილებში. არადა ამ უკანასკნელზე პასუხი არასოდეს გაუცია ნდობით აღჭურვილ პირს, რადგან ნათელია, რომ მას არაფრის თქმა აღარ შეუძლია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბანკი თავის ქმედებებს ან ურთიერთობას უკავშირებს საერთაშორისო პოლიტიკას, რასაც პოლიტიკური წნეხის ფორმა ეძლევა ან სხვა ფაქტორებით განიმარტება. კლიენტს თავისი არგუმენტები გააჩნია მოვლენათა ამგვარი განვითარების შესახებ და დეტალებს შესაბამის დროს დააკონკრეტებს. ეს არ უკავშირდება კლიენტსა და ბანკს შორის სასამართლო გარჩევას და არც მის შედეგებს. პროცესის შედეგები ძირითადად ნათელი და პროგნოზირებადია“.

 

ბატონი ბიძინას მიერ ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების წინააღმდეგ ინიცირებული გლობალური პროცესი მრავალი წელია მიმდინარეობს. 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც სრულად კმაყოფილდება მომჩივანთა – მათ შორის ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის – სარჩელი. აღსანიშნავია, რომ სინგაპურის სასამართლო დავის შემდეგ თავს 2022 წლის სექტემბერში განიხილავს. ორ სარჩელს შორის არსებული მსგავსების გათვალისწინებით დიდად სავარაუდოა, რომ ბატონი ბიძინას მოთხოვნა წარმატებით დაკმაყოფილდება. ამასთანავე, ბატონი ბიძინა აგრძელებს ძალისხმევის განსაჯაროვებას სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით და ყოველივე ამის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საკითხის სწორ შეფასებასთან დაკავშირებით. მომდევნო კვირების განმავლობაში ბატონი ბიძინა აპირებს მთელი რიგი პრეს-კონფერენციების ორგანიზებას საერთაშირსო მედიის წარმომადგენელთათვის. ყოველივე ამით დეტალურად განიმარტება თუ როგორ ფუნქციონირებს ეს ბანკი კონკრეტულად და შვეიცარიის საბანკო სისტემა ზოგადად, და ის თუ რამდენად დაუცველია ნებისმიერი კლიენტი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში გამოძიებისას. ამასთანავე, დეტალურად იქნება განსაზღვრული რა ტიპის საინვესტიციო პროდუქტების შეთავაზება ხდება კლიენტებისადმი ინვესტიციების მართვის ნაწილში, მათ შორის ნდობით აღჭურვილი ურთიერთობების ფარგლებში, რაც ზღუდავს კლიენტებისა და ბენეფიციართა უფლებებს. იქვე დაკონკრეტდება თუ როგორ შეიძლება ნდობით აღჭურვილ პირთა კეთილი ნება ზღუდავდეს ან აღკვეთდეს წვდომას თანხების ათვისებაზე. შვეიცარიის საბანკო სისტემის მარეგულირებელ ორგანოს არ გააჩნია ქმედითი ინსტრუმენტები შვეიცარიის საბანკო სისტემაში უხეში დარღვევების აღსაკვეთად. შვეიცარიის პროკურატურა ბანკებს იცავს და უძლურია ისინი ანგარიშვალდებულნი ამყოფონ. ამის ნაცვლად მხოლოდ ფიზიკური პირების წინააღმდეგ ხდება ვალდებულებების დაკისრება, რაც „მარტოხელა მგლის“ პრინციპით ხდება.

 

შვეიცარიის სასამართლო სისტემამ ბანკს უბრძანა მოპარულად მიჩნეული თანხების კლიენტისადმი დაბრუნება მხოლოდ მაშინ მოხდეს, როდესაც თანხების ამოღება მოხდებოდა მესამე მხარისგან, თან პროკურატურა უთითებს, რომ თანხები ბანკის მიერ დაბრუნებას ექვემდებარება. ამის მიუხედავად, ბანკს არ დაუბრუნებია მოპარული თანხები და ამას იმით ხსნის, რომ ფული მესამე მხარისგან ჯერ არ ამოუღია, მათ შორის არც კლიენტთან ურთიერთობის გარდაცვლილი მენეჯერისგან. ბატონი ბიძინა მედიასთან ყველა შეხვედრას თითოეულ ზემოთხსენებულ საკითხს დაუთმობს და მითებს დაამსხვრევს შვეიცარული საბანკო და სასამართლო სისტემების ვითომდა შეულახავი რეპუტაციის შესახებ. ამ თემებთან დაკავშირებით, ბატონი ბიძინა კონკრეტულად ისაუბრებს ბოლოდროინდელი პოლიტიკური წნეხის შესახებ და იმის თაობაზე, თუ რა დაადგინა მან ბანკისა და ნდობით აღჭურვილი პირის თაობაზე. https://seekingalpha.com/pr/18782255-cs-victims-credit-suisse-faces-another-lawsuit-alleging-trust-failures-and-political-pressure

Back to top button