ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფაშიზმი, რომელიც იყო გამოწვევა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის, იქნა დამარცხებული ჩვენი ერთიანობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 77 წლის შემდეგ, ევროპის შუაგულში, ყველაზე დიდ ევროპულ სახელმწიფოში, უკრაინაში დღეს მიმდინარეობს უთანასწორო და უსამართლო ომი, რომელიც გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის.
„პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატნ კარლ ჰარცელს, დღევანდელ დღისთვის, მოწვევისთვის. მე სიამოვნებით ვუერთდები დღევანდელ დღეს და კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ 77 წელია აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვებს დღეს საქართველოში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფაშიზმი, რომელიც ყო გამოწვევა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის, იქნა დამარცხებული ჩვენი ერთიანობით. მე მინდა გავიხსენო ძალიან ბევრი ქართველის დამსახურება ფაშიზმზე გამარჯვებისთვის ბრძოლაში. სამწუხაროდ, 77 წლის შემდეგ, ევროპის შუაგულში, ყველაზე დიდ ევროპულ სახელმწიფოში, უკრაინაში დღეს მიმდინარეობს უთანასწორო და უსამართლო ომი, რომელიც რა თქმა უნდა გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.