ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ქართველებს გვაერთიანებს ევროპასთან ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები, ეს არის ის ფასეულობები, რომელიც არის ფუნდამენტური და რომელსაც ჩვენ არასდროს არ გადავუხვევთ

ჩვენ ქართველებს გვაერთიანებს ევროპასთან ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ის ფასეულობები, რომელიც ფუნდამენტურია და რომელსაც საქართველო არასდროს არ გადაუხვევს.

 

„საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი.

2014 წელს ჩვენ მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს ხელი, ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რასაც მოყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები, როგორიც არის უვიზო რეჟიმის ამოქმედება. მოგეხსენებათ რომ ჩვენ მარტის თვეში უკვე ოფიციალურად წარვადგინეთ ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორ უპასუხებს თანამედროვე მსოფლიო ამ გამოწვევას, რომელიც დღეს ევროპაში დგას, ჩვენ ქართველებს გვაერთიანებს ევროპასთან ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები, ეს არის ის ფასეულობები, რომელიც არის ფუნდამენტური და რომელსაც ჩვენ არასდროს არ გადავუხვევთ. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და მთლიან ევროპას”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Back to top button