დავით ქართველიშვილი: ჟოზეფ ბორელის ციტატის და მისი შინაარსის გამოყენება მეორეხარისხოვან პოლიტიკოსსაც არ ამშვენებს; მას უნდა შეეძლოს საკუთარი ციტატებით ელაპარაკოს ამომრჩეველს

მე არ ვეთანხმები ბორელს შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომ უკრაინელების ევროპული მისწრაფება შემოიფარგლება ევროკავშირზე, როგორც ბანკომატზე ხედვებით. ეს ასე არაა – ასე ეხმიანება დავით ქართველიშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებას.

 

„პირველი – პლაგიატი ტეხავს. ჟოზეფ ბორელის ციტატის და მისი შინაარსის გამოყენება მეორეხარისხოვან პოლიტიკოსსაც არ ამშვენებს. მას უნდა შეეძლოს საკუთარი ციტატებით ელაპარაკოს ამომრჩეველს. მეორე – მე არ ვეთანხმები ბორელს შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომ უკრაინელების ევროპული მისწრაფება შემოიფარგლება ევროკავშირზე, როგორც ბანკომატზე ხედვებით. ეს ასე არაა“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

Back to top button