როდესაც ქვეყანაში ასეთი მაღალი ხარისხის პოლარიზაციაა, რომლის მწვერვალი, მოგეხსენებათ, არის ომი, „ქართული ოცნება“ იჭერს მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორს, მთავაროპოზიციონერ ჟურნალისტს და პრეზიდენტის ადვოკატს. იკვეთება ხელისუფლების სურვილი, პოლარიზაცია აიყვანოს იმ ხარისხზე, რომლის მერეც იწყება ომი. დიახ, „ღალატის პარტიას“ სურს ომი და რაც თავად სურს, იმას ოპოზიციას აბრალებს. ეს ხომ მათი სტილია – ამის შესახებ პარტია “პროგრესი და თავისუფლება”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა:
“შეგახსენებთ:
მათ ჩამოიყვანეს გავრილოვი – დააბრალეს ოპონენტებს და არაადამიანურად დაარბიეს სამართლიანი, მშვიდობიანი მიტინგი.
5 ივლისის მოვლენები – თავად დააორგანიზეს დამოაგვარეს პრობლემა.
თავად შექმნეს ნამახვან-ჰესის პრობლემა, რომელიც ვითომდათავად მოაგვარეს და ა.შ. ასეთი მეთოდებით ახერხებენ ოპოზიციის დისკრედიტაციას და ხელისუფლების გახანგრძლივებას.
ამ შემთხვევაშიც, სტილი დაცულია – მათ ჰგონიათ, რომ მათ მიერვე ინსპირირებულ სისხლისმღვრელ ომს მოიგებენ და ომის დაწყებას დააბრალებენ ოპოზიციას, რაზეც უკვე დიდი ხანია აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს, რომ ოპოზიცია არის ომის პარტია. საკუთარ „ოცნებებში“ ისინი იმარჯვებენ და სრულად ანადგურებენ როგორც ოპონენტებს, ისე ოპოზიციურ მედიას და საბოლოოდ, აყალიბებენ საქართველოში ერთი პიროვნების არაფორმალურ მმართველობით დიქტატურას.
მინდა, ყველა დავამშვიდო – საქართველოში ომი არ იქნება. რატომ ?! მეთოდები მოუძველდათ. აღარ მოტყუვდება არც საზოგადოება, არც ოპოზიცია და არც „ოცნების“ ძირითადი ჯანსაღი ნაწილი, როგორც მოვტყუვდით, ჩვენ ყველა, 2012 წელს. საქართველოში „ღალატის პარტიას“ ომს არგავაჩაღებინებთ!
უნდა მოხერხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება – დღეს, ბატონო პრეზიდენტო, მთავარი ბერკეტი თქვენს ხელშია, შეიწყალეთ პოლიტიკური პატიმრები! შეწყალება აღადგენს კონკურენტულ გარემოს პოლიტიკურ ველზე, რაც დღეს სრულად შეზღუდულია სხვადასხვა ტიპის რეპრესიების, დაჭერების, შიშის ატმოსფეროს შექმნის და ამომრჩეველზე არაკეთილსინდისიერი ფინანსური ზეგავლენის მეშვეობით.
ეს არის კარგი გზა, პოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდეს შეწყალებით და საბოლოდ დამარცხდეს მომავალი სამართლიანი არჩევნების შედეგების აღიარებით” – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.