მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
ნატალია გავრილიცა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
“სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დავოსში, 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ”,-წერს ნატალია გავრილიცა.