უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჩვენი საერთო ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, სწორედ ახლა დგება დრო, რომ ევროპელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღონ და ხელშესახები შედეგები გვაჩვენონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე გამოსვლას ეხმაურება, რომლის მთავარი თემა იყო „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება”.
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის (GLOBSEC 2022) ფარგლებში სიტყვით გამოვსულიყავი პანელზე „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცების” შესახებ, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად.
უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჩვენი საერთო ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, სწორედ ახლა დგება დრო, რომ ევროპელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღონ და ხელშესახები შედეგები გვაჩვენონ”, – აცხადებს პრემიერი.