ირაკლი ქადაგიშვილი: არცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი, ან ახლა გადის ოპოზიცია ამას არ კადრულობს, იმიტომ, რომ მათ ესმით, საერთო სახელმწიფოებრივი და ეროვნული მიზნები

,,ოპოზიცია ამას აკეთებს იმიტომ, რომ პირველ რიგში იყენებს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბრძოლისათვის, ანუ მათი მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ იქნებ რამენაირად ამ სტატუსის მიღება საქართველოს გაუჭირდეს. ან რაიმე შეფერხება მოხდეს, რომ შიდა პოლიტიკური არეულობისათვის და ხელისუფლების საწინააღმდეგო ტალღის ასაგორებლად გამოიყენონ. ეს არის მათი რეალური მიზანი,’’ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია მზად არის აკეთოს ისეთი განცხადებები, რომელიც დააზიანებს ქვეყანას ინტერესს.

 

,,ისინი მზად არიან ამ მიზნისათვის, სწორედ აკეთონ ასეთი განცხადებები. რა თმა უნდა, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი, როდესაც ქვეყნის შიგნიდან ოპოზიცია ლაპარაკობს ასეთი ნარატივით. ასცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი, ან ახლა გადის ოპოზიცია ამას არ კადრულობს, იმიტომ, რომ მათ კარგად ესმით, რომ ერთია შიდა პოლიტიკური მიზნები და მეორეა საერთო სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები,’’ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Back to top button