ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გაასაჯაროვა, სადაც ამბობენ, რომ ე. წ დამოუკიდებელ წევრებს უბნებში ოცნების მაღალჩინოსნები ნიშნავენ და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაც მხოლოდ ფორმალობაა.
მისი თქმით, დეზინფორმაციულ კამპანიას, რომ “არჩევნები გაყალბდება, გაყალბდა, მიიტაცეს”, ნაცოპოზიცია ისევ მწარედ წააგებს.
,,საქართველოს საინფორმაციო სივრცეში მთავარი სიყალბის გამავრცელებელი, სააკაშვილის პარტიის “მთავარი არხი” აგრძელებს კამპანიურ შეტევას საარჩევნო სისტემაზე. ოღონდ მათთვის ჩვეული უვიცობით, ფაქტების პრიმიტიული მანიპულირებით და სამარცხვინო უზუსტობებით, რომლებსაც არც მეტი არც ნაკლები, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრებიც კი ავრცელებენ.
მაგალითად, ეს ბოროტი ტყუილი – თურმე ოზურგეთში, “ყველა საარჩევნო უბანში, 12-ვე წევრი “ქართული ოცნების” მხრადამჭერებით კომპლექტდება.”
რეალობა – თუ კომისიის სრულ შემადგენლობაზე საუბრობენ, ახალი ცვლილებებით, 17-ია. თუ მხოლოდ საოლქოების მიერ ასარჩევებზე – ასეთი წევრების რაოდენობა რვაა.
საიდან მოიტანეს 12? უწინ, კომისიის წევრთა რაოდენობა 12 იყო. შესაბამისად, ეს დესტრუქციული გზავნილები წინა არჩევნებზე მომზადდა და არც გადაუხედავთ, ისე იყენებენ.
ვადაგასული, მავნებლური ტყუილებით და შეთითხნილ სატელეფონო საუბრებზე აპელირებით, არჩევნებს ვერსად იგებენ. თუმცა, რაა გასაკვირი, როცა “გლავკანალის” ‘გლავნი ფეიკნიუსერი’ ნიკა გვარამია კახა კალაძის საარჩევნო შეხვედრების ‘ფოტოშოპითაა’ დაკავებული?
ამ მორიგ დესტრუქციულ, დეზინფორმაციულ კამპანიას, რომ “არჩევნები გაყალბდება, გაყალბდა, მიიტაცეს”, ნაცოპოზიცია ისევ მწარედ წააგებს! ” – წერს გია აბაშიძე.