საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონსტიტუციის კანონის პროექტის გარდამავალ დებულებებში დროებითი ნორმებისა და წესების არსებობა რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით ახსნა.
„პირველი მიზეზია ის, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ვფიქრობთ, ნაკლებად შევეხოთ კონსტიტუციის ძირითად დებულებებს, ან საერთოდ არ შევეხოთ მას და ეს კულტურა ჩამოყალიბდეს სამომავლოდაც; მეორე -ეს განპირობებული იყო პოლიტიკური კონტექსტითა და მოცემულობებით. და თუ შემდეგი მოწვევის პარლამენტები გადაწყვეტენ, რომ კარგი წესია, მათ გადაწყვიტონ მომავალში. მესამე – საკონსტიტუციო ცვლილება ხმათა ¾-ით იქნება მიღებული. მართალია, ეს მაღალი ლეგიტიმაციაა, მაგრამ ეს არის წესიდან გადახვევა. ანუ მაღალია კვორუმი, მაგრამ დაბალია ლეგიტიმაცია. კონსტიტუციის ცვლილების ზოგადი წესი ჩვენთან არის, რომ ხმათა 2/3-ით იქნა მიღებული 2 მოწვევის პარლამენტში, ხოლო ჩვენ ახლა გამონაკლისის სახით გვაქვს ¾ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის”, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.