ირაკლი ღარიბაშვილი: საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, რომელიც არ გაურბის პასუხისმგებლობას და იღებს ვალდებულებას ქვეყნისა და ხალხის წინაშე

ჩვენ ჩვენი ქმედებით, საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, პოლიტიკური პარტია, რომელიც არ გაურბის პასუხისმგებლობას და იღებს ვალდებულებას ქვეყნისა და ხალხის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატის, ლევან ზოიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთადერთი გამონაკლისი პერიოდია, ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობაა.

„მივესალმები ქობულეთს და ქობულეთელებს, განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით! ვიმყოფებით რა ამ არაჩვეულებრივ ადგილზე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, თუ როგორი საოცარი ქვეყნის პატრონები ვართ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და თქვენთან ერთად, ძალიან მოკლედ შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ და მე ვიტყოდი, ჩვენმა ოჯახმა, თქვენთან ერთად გავიმარჯვეთ 7 არჩევნებში, ღირსეულად და დამაჯერებლად. ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი პარტიის გამარჯვება, არამედ ეს იყო ჩვენი ხალხისა და ქვეყნის გამარჯვება, რატომ, იმიტომ, რომ ჩვენი გამარჯვებით ქვეყანაში დასადგურდა, გამყარდა მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც შემდგომ მოიტანა განვითარება, რომელიც შევიდა ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში და სწორედ ამ განვითარებას სჭირდება ახლა შენარჩუნება და კიდევ უფრო, გაათმაგებული ტემპებით მუშაობა – მუშაობა და მუშაობა, 24 საათიანი მუშაობა ჩვენი ხალხისთვის.

მე ჩემს გამოსვლებში ვსაუბრობ მოახლებული თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ და ჩვენი მოსახლობა ირჩევს მათ წინამძღოლს, მერებს, რომლებმაც უნად გაუკეთონ 24 საათის განმავლობაში, ემსახურონ ჩვენს ხალხს, ადგილზე გადაუჭრან, გადაუწყვიტონ ნებისმიერი საკითხი, პრობლემა დროულად და ეფექტურად, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის, ბარიერების და ბიუროკრატიის გარეშე.

ჩვენ ბოლო წლებში გვქონდა პროგრესი არაერთი მიმართულებით, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა. ჩვენ მართლაც სერიოზული შედეგი დავდეთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო. არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, ვაღიაროთ პირდაპირ, მაგრამ ამ შეცდომების და გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ძლიერი ხალხი ძლიერად დგას ფეხზე. მმართველებს ბევრი ეშლებათ, ბევრი შეცდომა დაუშვეს. ვიწრო პოლიტიკური ელიტები მოდიან და მიდიან, ამ დროს ძალიან ბევრ პრობლემას უტოვებენ ჩვენს მოსახლეობას და ეს მძიმე მემკვიდრეობა არის ის დანატოვარი, რომელიც ჩვენს ხალხზე გადადის და აისახება ჩვენი ხალხის ყოფაზე. ამიტომ, მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეული მუნიციპალიტეტის, ქალაქის მერს. რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობით დაწყებული, რადგან ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩვენზე, მთავრობაზეა, თუმცა არანაკლებია ადგილზე, რადგან მერი უშუალოდ ხალხის მიერ არის არჩეული და უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ადგილზე წყვეტდეს პრობლემებს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მთავრობა ვიღებთ პასუხისმგებლობას და ჩვენ ჩვენი ქმედებით, საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, პოლიტიკური პარტია, რომელიც არ გაურბის პასუხისმგებლობას და იღებს ვალდებულებას ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

შემთხვევითი არ არის ის, რომ ეს არის ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა ქვეყანაში გვაქვს მართლაც უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე მითხარით, რა შეიძლება განვითარდეს ქვყანაში – არაფერი. არც სოფლის მეურნეობა განვითარდება, არც ჯანდაცვა, არც განათლება იქნება ხარისხიანი, არც ტურისტი არ შემოვა. სულ რაღაც 2-3 წლის წინ იყო გამოწვევა, დესტაბილიზაციის მცდელობა იყო თბილისში, რამაც პირდაპირ შეწყვიტა ტურისტული ნაკადი, რომელიც აისახა თქვენს რეგიონზეც ამ ულამაზეს ადგილზე და საბოლოო ჯამში, ჩვენს მოსახლეობაზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Back to top button