ომში რომ ჩავერთოთ მივიღებთ ქვეყნის განადგურებას, დღეს ამაზე საუბარი ამორალურია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ასეთი რაღაცეებზე ფიქრის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ არაერთხელ გამოვიარეთ ეს უბედურება, 90-იან წლებში, 2008 წელს, ძალიან კარგად ვიცით რას ნიშნავს ეს სიტყვა. დღესაც გვყავს დევნილები, ადამიანები, რომლებიც წამოსულები არიან საკუთარი სახლებდან. ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა Postv-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან სამწუხაროდ ძალიან ბევრი კატაკლიზმა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ.
“კითხეთ უკრაინელებს, ეს ომი უნდოდათ? რაც ტრიალებს, ჯოჯოხეთი, ფართომასშტაბიანი ომი, როდესაც პატარა ბავშვები ღუპებიან, ეს არის ტრაგედია, რომელიც გაყვება ადამიანებს საუკუნეების მანძილზე. ამიტომ, დღეს ამაზე საუბარი ამორალურია.
ძლივს ქვეყანა ფეხზე დადგა, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან სამწუხაროდ ძალიან ბევრი კატაკლიზმა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ, ქარცეცხლში გავიარეთ, მეტნაკლებად მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მართალია პანდემიები, სოციალურ პრობლემებს სერიოზულად შეეტყო და ახლა კიდე ასეთი არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, თუ ვინმეს არ გამოუცდია, ჩვენ გამოვცადეთ“ – განაცხადა კახა კახიშვილმა.