გია გაბრიჭიძე: საინტერესო კვლევა ჩაატარა გორბიმ იმ მიმართულებით თუ რამდენი პროცენტია ომის და მოძალადეთა ხელისუფლებაში დაბრუნების მომხრე

“83.6% ომის წინააღმდეგია, ვინც არ უნდა მოითხოვოს. აი 11.5% მზად არის დაიბომბოს ჩვენი სახლები, რუსულმა ტანკებმა გადათელონ ჩვენი ქალაქები, დაიღუპონ ჩვენი მოქალაქეები, ოღონდ თავისი ჟინი დაიკმაყოფილონ”- ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე “გორბის” მიერ ჩატარებულ კვლევას.

 

“საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩაატარა გორბიმ. საინტერესო იმ მიმართულებით, თუ რა სურს საქართველოს მოსახლეობას, არამედ იმ მხრივ, თუ რამდენი პროცენტია ომის, სისხლისღვრის, მოძალადეთა ხელისუფლებაში დაბრუნების მომხრე.

 

აი ერთ-ერთი შეკითხვა: თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია. 83.6% ომის წინააღმდეგია, ვინც არ უნდა მოითხოვოს. აი 11.5% მზად არის დაიბომბოს ჩვენი სახლები, რუსულმა ტანკებმა გადათელონ ჩვენი ქალაქები, დაიღუპონ ჩვენი მოქალაქეები, ოღონდ თავისი ჟინი დაიკმაყოფილონ. ახლა არ მითხრათ დასავლეთი დაგვეხმარებაო. ყოველდღე ვუსმენთ ზელენსკის გამოსვლებს და ვიცით ეს დახმარება”- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Back to top button