„ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრა ბაშალეიშვილის ქუჩაზე გამართა.
ზურაბ აბაშიძე: „დღეს ბაშალეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შევხვდი. მივესალმები მოსახლეობისგან წამოსულ ინიციატივებსა და რეკომენდაციებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისში, კერძოდ, მთაწმინდაზე უამრავი პროექტი განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, მოქალაქეების ჩართულობით, ჩვენს რაიონში კიდევ არაერთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ”.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ბაშალეიშვილის ქუჩის სტადიონის ირგვლივ სივრცის გამწვანება და ადგილზე საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება სურთ.
შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება იმუნიზაციის პროცესში, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდნენ.