უნდა გვაინტერესებდეს, ხოშტარიას შემოსავლები ხომ არ არის დაკავშირებული რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც-მეთქი და თვითონ ასე თარგმნეს: “დღევანდელ აქციას რუსეთი აფინანსებსო”. ანუ, მარტო ხოშტარიას არა, ჩვენცო..:)) თან ისე გაგიჟდნენ, მგონი მართლა რაღაცაშია საქმე – ამის შესახებ მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ისე ნაცების დაორგანიზებულ აქციასაც რუსები რომ აფინანსებდნენ, საერთოდ არ გამიკვირდება,
თან ასეთი მყისიერი გაღიზიანების და თვითდაბრალების ფონზე ამასობაში რაზეც ბრიფინგი იყო, იმ თემას ისევ არ იმჩნევენ.
ყველაზე საშიში მაინც ევროპულ ნიღაბს ამოფარებული და რუსული საქმის მკეთებელი ხალხია!
რაც არ უნდა ქნან, ამ ქვეყანაში მშვიდობას, განვითარებას და მის ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს!”- წერს მდინარაძე.