„ქართულმა ოცნებამ” მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების” შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პირობები, რომელიც მმართველმა გუნდმა შექმნა, ქვეყნის განვითარების საფუძველია.
„მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა თქვენ, იმ მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ ბოლო წლებია ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ. სწორდ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ბოლო შვიდ არჩევნებში გავიმარჯვეთ ღირსეულად, დამაჯერებლად და ჩვენ ახლა, მერვე არჩევნებშიც ღირსეულად გავიმარჯვებთ.
ძალიან მოკლედ მინდა მოგიყვეთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რაც გაკეთდა ამ მუნიციპალიტეტში, მაგრამ მინდა ასევე გესაუბროთ მომავალ გეგმებზე, რის გაკეთებას ვგეგმავთ. ბოლო წლებში, ჩვენ გვქონდა პროგრესი ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა.
ბევრი რამ გაკეთდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დიდი თანხები იქნა ჩადებული მთავრობის მხრიდან და ამან კონკრეტული შედეგები გამოიღო ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. ბევრი სამუშაო ადგილიც შეიქმნა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავრობა ახლა მუშაობს გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე, შემუშავებული გვაქვს დოკუმენტი, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ყველა სექტორს და ყველა სფეროს, ვიცით, როგორ განვავითაროთ რეგიონები. ჩვენ განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი.
„ქართულმა ოცნებამ” მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ეს პირობები არის საფუძველი ჩვენი განვითარების. ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ და აქვთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის პროგრამა და რესურსი, რომელიც მობილიზებულია მთავრობის მხრიდან, იქნება ეს პროგრამა, როგორიც არის იაფი აგრო კრედიტი, „აწარმოე საქართველოში”, დანერგე მომავალი და ა.შ. ყველა ის პროგრამა, რომელიც მუშაობს ჩვენი რეგიონების გასავითარებლად და ასაღორძინებლად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.