ერთ წელიწადში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 12.8 პროცენტით გაიზარდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.3 პროცენტით შემცირდა.

 

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.3 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

 

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 13.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 8.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

Back to top button