„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია სოფელ ინგირში ფერმერებს სტუმრობდა. ახალგაზრდა წყვილმა მამუკა ახალაიამ და მაკა კოდუამ სათბურების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით ყვავილების სასათბურე მეურნეობა მოაწყვეს.
ახალგაზრდა წყვილი ყვავილების მაღაზიასაც ფლობს, ასევე მომხმარებელს ყვავილების საბითუმო და შინ მიტანის სერვისს სთავაზობს.
„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით ფერმერებს საშუალება აქვთ, მოაწყონ საკუთარი მეურნეობები და დაასაქმონ ადამიანები. ასეთი სახელმწიფო პროგრამები საშუალებას იძლევა, ყველა სოფელს შემოსავლის წყარო გააჩნდეს. შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტების განსახორციელებლად სხვადასხვა სახის აქტივობებიც დაისახა” – მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა სასათბურე მეურნეობის დათვალიერების შემდგომ, ფერმერ თენგიზ ლიპარტიას მოცვის პლანტაციაც დაათვალიერეს. ფერმერმა სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, სრულიად უფასოდ გააშენა მოცვის კულტურა.