ხომ მაქვს განცდა და დარწმუნებულიც ვარ, რომ ყველა პარამეტრით, კრიტერიუმით – პოლიტიკურად, მორალურად და სამართლებრივად ამ პროცესში ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და მაინც ძალიან მახარებს ევროკავშირის ლიდერების მოლოცვა ახალი ისტორიული წინსვლის შესახებ – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ევროკავშირთან ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და ახლა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა – ამაყი ვარ, რომ ამ ნაბიჯების თანამონაწილე ვარ და ჩემი წვლილიც არის ამ წინსვლაში. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სახელისუფლო გუნდის მიღწევები ამ 10 წელიწადში, ეს არის ხალხის არჩევანი და ერთობლივი მიღწევა.
კიდევ მეტი შრომა, რეფორმები და რაც მთავარია, რაც ყველას ეხება, დამშვიდდით და “დეპოლარიზირდითო”. გერმანიასა და დანიაში ჩემი სწავლისა და მუშაობის პერიოდში ვისწავლე ისიც, რაც ჩემს პროფესიას პირდაპირ არ ეხებოდა. ეს ევროპული ცხოვრებისა და აზროვნების კულტურაა. სიმშვიდე და გრძელვადიანი ხედვით ცხოვრება, ამ კულტურის ნაწილია.
მოკლედ, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი ” – წერს ტალიაშვილი.