სიმართლე გითხრათ, ცოტა რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება განხორციელდეს დეპოლარიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სურვილის საფუძველზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ისეთი ხალხია აღშფოთებული და უკუსვლაზე საუბრობს, თითქოს მათ პერიოდში რომელიმე კრიტერიუმით ჩვენ წინ იყო ქვეყანა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ეს კრიტერიუმი გაუარესდა.
„ხელისუფლება ნამდვილად არ არის პოლარიზაციის მომხრე. თუ გუშინდელ სხდომას გავიხსენებთ, ფაქტია, რომ ეს გამოძახილი იყო იმისთვის, რომ მერე აქეთა მხრიდან ყოფილიყო კონტრშეტევა და შემდგომში ეს ტირაჟირებულად გაეგზავნათ სხვადასხვა ინსტანციასა და ლობისტებთან. რომ ყოფილიყო საუბარი – შეხედეთ, რა ტონალობით საუბრობს დღესაც საქართველოს ხელისუფლება. თუნდაც მათი მოწოდებები, რაზეც ვსაუბრობდით და არც მალავენ, რომ გადატრიალებისთვის, თუ რისთვისაც ემზადებიან, ეს რომ არ არის დეპოლარიზაციის წამალი, მგონი ყველას კარგად გვესმის. მეტიც, ისეთი ხალხია აღშფოთებული და უკუსვლაზე საუბრობს, თითქოს მათ პერიოდში რომელიმე კრიტერიუმით ჩვენ წინ ვიყავით და ჩვენი ხელისუფლების დროს ეს კრიტერიუმი გაუარესდა“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.