ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პორტუგალიაში საქმიანი ტურიზმის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში, მადეირას რეგიონში “M&I VIP Connect Europe 2022” საქმიანი ტურიზმის წამყვან ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

 

ფორუმს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში  ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები   დაესწრნენ.

 

ფორუმის ფარგლებში  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

მოეწყო 30-ზე მეტი საქმიანი შეხვედრა სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან: იტალიიდან, საფრანგეთიდან, სკანდინავიის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და სხვა.

Back to top button