ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას მთაწმინდის განვითარების ხელშეწყობის კუთხით სამომავლო გეგმები განიხილა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატმა ზურაბ აბაშიძემგაცნობითი ხასიათისშეხვედრა ჯანაშიას, ლარსისა და გალის ქუჩების მცხოვრებლებთან გამართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმამოსახლეობასმთაწმინდისგანვითარების მხარდამჭერიპროექტები და ის ინიციატივები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც მომავალში კახა კალაძის გუნდთან ერთად აპირებს. თავის მხრივ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ზურაბ აბაშიძეს რაიონში არსებული გამოწვევების გადაჭრის კუთხით საკუთარი პოზიციები და ხედვები გაუზიარეს.

„ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქართული ოცნების გუნდთან ერთად,  მთაწმინდის რაიონის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი პროექტები ადგილობრივი მცხოვრებლების აქტიური ჩართულობით განვახორციელოთ.

შეხვედრაზემოსახლეობის მხრიდან ბევრი საინტერესო მოსაზრება და ინიციატივა მოვისმინე. ვთვლი, რომ ერთობლივი ძალებით ყველა იმ გამოწვევას დავძლევთ, რომელთა წინაშე ჩვენი ქალაქის მცხოვრებლები დგანან“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემაც მიიღო.

წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთანშეხვედრებს სისტემატურად გამართავს.

Back to top button