“მხოლოდ აღქმებითა და ვარაუდებით მომუშავე NGO „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც 2020 წელს უსინდისოდ გააყალბა ხმების პარალელური დათვლა, მორიგ სიბეცეს ავლენს – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საარჩევნო კომისიების წევრებთან დაკავშირებით ISFED-ის განცხადებას:
“მხოლოდ აღქმებითა და ვარაუდებით მომუშავე NGO „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც 2020 წელს უსინდისოდ გააყალბა ხმების პარალელური დათვლა, მორიგ სიბეცეს ავლენს.
19 აგვისტოს, საარჩევნო კომისიების წევრებთან დაკავშირებით, ISFED-მა განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის წევრები დაბალი კვორუმით აირჩიეს და ამიტომ კომისიების მიმართ ნდობა “პრობლემაა”. თანაც, საუბნო საარჩევნო კომისიის 29 086 წევრიდან 88,46% ორი მესამედის უმრავლესობით აირჩიეს.
ამ 29 086 არჩეულ წევრს კენჭისყრაში მონაწილე კომისიის 14 წევრიდან, სულ ცოტა 11-12 წევრმა დაუჭირა მხარი (ოპოზიციური ხმების ჩათვლით).
სააკაშვილის პარტიის სატელიტმა “ენჯეოებმა” მშვენივრად იციან, რომ საქართველო არაა ჩრდილოეთ კორეა და ხმათა 100% არაა საჭირო დემოკრატიული გადაწყვეტილებების მისაღებად. მთლად სიბეცე როდია ეს განცხადებაც. ესაა იმ დესტრუქციული სცენარის ნაწილი, რომლის სახელია “არჩევნები გაყალბდა”. 3 ოქტომბერს დაგეგმილი, კარგად ნაცნობი ამ უნიჭო პოლიტიკური სპექტაკლის პრემიერა კი ისევ ჩაფლავდება”.