„გვაქვს რეალისტური გეგმა, რომ აბაშა კიდევ უფრო გალამაზდეს, გამწვანდეს, გაუმჯობესდეს საერთო სოციალური ფონი, ხელი შევუწყოთ სხვადასხვა სახის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას, რაც, პირველ რიგში აქ მცხოვრები ადამიანების ფინანსურ კეთილდღეობაზე აისახება. ეჭვი არ მეპარება, რომ აბაშა კვლავ სწორ არჩევანს გააკეთებს – განაცხადა „ქართული ოცნების” აბაშის მერობის კანდიდატმა გიგა გაბელაიამ წარდგენაზე.
მისი თქმით, ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების” მოსვლამდე, აბაშა ფაქტობრივად უპატრონოდ იყო მიტოვებული, მოსახლეობაში არ არსებობდა მომავლის იმედი, მუნიციპალიტეტში კი სრული უძრაობა იყო გამეფებული. მსგავსი მემკვიდრეობის ფონზე, დღეს ერთი შეხედვით ჩანს, რომ ყველა მიმართულებით რადიკალურად განსხვავებული სურათია.
„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა რეალური შესაძლებლობა მომცა, რომ ჩემი ხედვები, ფიქრები და მიზნები პრაქტიკაში განვახორციელო. დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, ემსახურებოდე ლაღ, ერთმანეთზე უანგაროდ შეყვარებულ, მშრომელ და პატრიოტ ადამიანებს, გქონდეს მშობლიურ მხარეზე ზრუნვის შესაძლებლობა. ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების” მოსვლამდე, აბაშა, ფაქტობრივად, უპატრონოდ იყო მიტოვებული, მოსახლეობაში არ არსებობდა მომავლის იმედი, მუნიციპალიტეტში კი სრული უძრაობა იყო გამეფებული. მსგავსი მემკვიდრეობის ფონზე, დღეს ერთი შეხედვით ჩანს, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით რადიკალურად განსხვავებული სურათია და მნიშვნელოვან პროგრესსაც მივაღწევთ. ამ ყველაფრის შემოქმედი ჩვენი პოლიტიკური გუნდია და მზად ვარ, ახლა უკვე ჩემთვის სრულიად ახალ ამპლუაში, ,,ქართულ ოცნებასთან” ერთად გავაგრძელო საკუთარი ქვეყნისა და მხარის წარმატებაზე ზრუნვა. მიუხედავად იმისა, თუ სად ვსაქმიანობდი, ჩემთვის მთავარი ამოსავალი წერტილი საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები იყო. გამარჯვების შემთხვევაში, ოქტომბრიდან, ჩემს გუნდთან ერთად, გაათმაგებული ენერგიით განვაგრძობ საქმიანობას ჩვენი აბაშისა და აბაშელების საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში და ზუსტად ვიცი, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ერთად, თქვენი აქტიური ჩართულობით განვახორციელებთ იმ გეგმებს, რომლებიც ჩვენს მუნიციპალიტეტს შეუქცევადი განვითარების რელსებზე დააყენებს. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ – განაცხადა გიგა გაბელაიამ.
მერობის კანდიდატმა აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: დავით ცანავა, დიმიტრი ვერულაშვილი, დავით გაბუნია, ბაქარ შელია, ბენია პიტავა, გია მიგინეიშვილი, ზაზა ალასანია, მურთაზ ჯალაღონია, იაგო თოდუა, გია კუცია.