ვასილ გველესიანი სოფელ პირველი სვირის მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი მოსახლეობასთან შეხვერდებს განაგრძობს. მერობის კანდიდატმა საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად შეხვედრა სოფელ პირველი სვირის მოსახლეობასთან გამართა.

“დღეს სოფელ პირველი სვირის მოსახლეობას ვესტუმრე. ამ სოფელში 2021 წელს ორი დიდი პროექტი განხორციელდა. ესენია ჭულუხაძე-გეწაძეების 4 კილომეტრიანი საუბნო გზის რეაბილიტაცია და მეორე გიორგაძეების კილომეტრიანი საუბნო გზის რეაბილიტაცია.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების დროს იგრძნობა ხალხის კეთილგანწყობა და ნდობა ჩვენი გუნდის მიმართ”- განაცხადა ვასილ გველესიანმა.

Back to top button