ლანჩხუთში, კოლხეთის ეროვნულ პარკთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კოლხეთის ეროვნულ პარკთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩიბათში კოლხეთის ეროვნულ პარკამდე მისასვლელი 9,923 კმ- იანი სრულად ამორტიზებული გზის რეაბილიტაცია. საჭირო ადგილებზე მოეწყო სანიაღვრე არხები და სხვა ხელოვნური ნაგებობები.

მდინარე ფიჩორის ნაპირზე კეთდება ნავმისადგომი, სველი წერტილი, საპიკნიკე და საპარკინგე ადგილები. გამოიყო ადგილები სპორტული თევზჭერისთვის, ადგილობრივი ნაწარმის გასაყიდად.

დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრისა და ღია კაფეს მშენებლობა.

მიმდინარე სამუშაოები დღეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ დაათვალიერეს.

Back to top button