სადახლოზე არადეკლარირებული ძვირფასი ქვებისა და დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ სამართალდარღვევის  ფაქტი აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.შ.-ს,  როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ:  დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები, სხვადასხვა ზომის 2 490 ცალი ძვირფასი ქვა და მობილური ტელეფონი გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  26561.18 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

Back to top button