
GITA-სთან პარტნიორობით, პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით „ტექსტარსის სტარტაპ დღეების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში წარდგენილი იყო USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და Startup Georgia – ს ერთობლივი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სტარტაპები და პროექტები, ხოლო მეორე ნაწილში – ტექსტარსის მსოფლიოში ყველაზე დიდი აქსელერაციის პროგრამის Startup Weekend – ის ფარგლებში 54 საათის განმავლობაში შექმნილი სტარტაპიდეები.
ღონისძიების პირველი ნაწილის გამარჯვებული გახდა ორი გუნდი: DG Systems და Grassy, ხოლო მეორე ნაწილის – გუნდი L1st.
ღონისძიების მონაწილე ყველა გუნდს, პარლამენტის სახელით, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.