ა(ა)იპ „კასპის კეთილმოწყობა“-ს “ამწე კალათა” და 200 პლასტმასის ნარჩენშემკრები კონტეინერი გადაეცა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ავტომანქანა ამწე „კალათა“ და200 ერთეული პლასტმასის  ნარჩენშემკრები კონტეინერები შეიძინა, რომელიც ა(ა)იპ „კასპის კეთილმოწყობა“-ს გადაეცა.

მუნიციპალიტეტის მერიამ, მანამდე 2 ერთეული ახალი ნარჩენმზიდი ავტომანქანა შეიძინა და ა(ა)იპ „კასპის კეთილმოწყობა“-ს გადასცა.

როგორც  მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა –  შეძენილი ტექნიკა უფრო მეტად შეუწყობს ხელს ა(ა)იპ „კასპის კეთილმოწყობა“-ს გამართულ მუშაობას და შესაბამისად მოსახლეობის მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას.

Back to top button