ეს უბედურ დღეზე გაჩენილი მიშა! ადამიანად აღარ თვლიან არც ცოცხალს არც მკვდარს, არც ერთ სამშობლოში – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არსეტოვიჩის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად არესტოვიჩი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება და დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ მოსკოვის შიშით არ უშვებენ. არესტოვიჩის თქმით, საქართველო ახლა „აბსოლუტურად პრორუსულ კურსს“ ატარებს.

„ეს უბედურ დღეზე გაჩენილი მიშა! ადამიანად აღარ თვლიან არც ცოცხალს არც მკვდარს. არც ერთ სამშობლოში. ფაქტორია, შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში – პროვოკაციების, მასიური არეულობების, რევოლუციის – განაცხადა სააკაშვილის გულწრფელმა უკრაინელმა თანამემთავრობემ არესტოვიჩმა“, – წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.

Back to top button