კასპში გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება

კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისთვის, სოფლებში თოვლის საფარისგან მისასვლელი გზების წმენდითი სამუშაოები ჩატარდა.

საჭირო ადგილებზე გზის წმენდითი სამუშაოები ტექნიკისა და ტექნიკური მარილის გამოყენებით, ა(აი)პი „კასპის კეთილმოწყობა“-მ შეასრულა.

ამინდის გაუარესების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მობილიზებულია აღნიშნული სამუშაოების გაგრძელებისთვის.

Back to top button