„როგორც ჩანს, პატიმარმა სააკაშვილმა მუქარის ტონი გააძლიერა და თავის პატრონებს დაემუქრა, რომ თუ არ გაათავისუფლებენ, მტკიცებულებებს წარადგენს და ალაპარაკებდა როგორც ოქროს მოწმე, როგორც 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ისე – საქართველოში მის შემოყვანასთან დაკავშირებით, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი.
მისივე თქმით, „სააკაშვილის პატრონებისთვის, დღის წესრიგში დადგა, რომ ის, როგორც ოქროს მოწმე, გააჩუმონ“.
„გაჩუმების სხვადასხვა ხერხი არსებობს. შესაბამისად, გვინდა, ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოვუწოდოთ. ბუნებრივია, თუ მისი პატრონები საფრთხეს დაინახავენ, რომ ოქროს მოწმე შეიძლება ალაპარაკდეს, შესაძლოა, მისი მოშორების გადაწყვეტილება მიიღონ“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.