მიხეილ სააკაშვილმა კონდოლიზა რაისს არ დაუჯერა და მივიღეთის, რომ, პირობითად, აშშ ურეკავს რუსეთს და იქ წყდება საქართველოს ბედი. დიდ საჭადრაკო დაფაზე პატარა ქვეყნების ინტერესი ზოგჯერ იმდენად გაფერმკრთალებულია, რომ არ შეიმჩნევა, როცა პატარ ქვეყნების ლიდერები საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებს წინა პლანზე წევენ – სწორედ ამიტომ არის დღევანდელი ხელისუფლება ამ კონტექსტისთვის მიუღებელი, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პოსTV-ის ეთერში, გადაცემაში „პოსტანალიტიკა“.
მან ერთ-ერთ პორტალზე გამოქვეყნებულ ინტერვიუზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი იხსენებს, რაზე ისაუბრა 2008 წელს სერგეი ლავროვთან.
„ერთ-ერთ უკრაინულ ვებპორტალზე, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. კონდოლიზა რაისი ამბობს: „მაშინ მე დამირეკა ლავროვმა და მითხრა, რომ ქართველები ყაზარმაში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მე ვუპასუხე, რომ გასაგებია. ლავროვისგან მეორე პირობა ასეთი იყო – ქართულმა მხარემ ხელი უნდა მოაწეროს ცეცხლის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას. ესეც გასაგებია“. ხომ არი ყო ესგარკვეული გარიგება, ინტერესთა სფეროების გადანაწილება, ამ კონფლიქტის გადავადება თუ მისი ამ სახით დასრულება? მიხეილ სააკაშვილმა კონდოლიზა რაისს არ დაუჯერა, გააკეთა ის, რაც გააკეთა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ…. მივიღეთ ის, რომ, პირობითად, აშშ ურეკავს რუსეთს და იქ წყდება საქართველოს ბედი.
დიდ საჭადრაკო დაფაზე პატარა ქვეყნების ინტერესი ზოგჯერ იმდენად გაფერმკრთალებულია, რომ არ შეიმჩნევა, როცა პატარა ქვეყნების ლიდერები საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებს წინა პლანზე წევენ – სწორედ ამიტომ არის დღევანდელი ხელისუფლება ამ კონტექსტისთვის მიუღებელი“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ხუნდაძე არ გამორიცხავს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ორ დიდ სახელმწიფოს – აშშ-სა და რუსეთს შორის დაზავების შესაძლებლობა ყოფილიყო.
„2008 წლის ომი ორ დიდ სახელმწიფოს შორის ზავის დადების შესაძლებლობა ხომ არ იყო? ინტერესები სამ დღეში გადანაწილდა – მას შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიების 20% დაიკარგა, მხოლოდ შეშფოთებულ განცხადებებს ვისმენთ და ამას არ მოჰყოლია არავითარი სანქციები, რომლებსაც საქართველოსგან დღეს აქტიურად ითხოვენ“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ხუნდაძემ 2021 წლის შემოდგომაზე საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც ჩაიშალა – „მას მეპატრონეები ვერ პატრონობენ“.
„მიხეილ სააკაშვილი უყურებს და თანდათან უფრო რწმუნდება, რომ მას მეპატრონეები ვერ პატრონობენ – საქართველოში შემოიყვანეს, სპეცოპერაციამ თავისი შედეგი ვერ გამოიღო. მათ სცენარში გათვალისწინებული არ იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში იჯდებოდა – თუმცა საპყრობილეში არ არის, ოროთახიან პალატაშია და აქაც გვაძახებენ, თითქოს მისი უფლება ირღვევა. რომელიმე პატიმარს დამისახელებთ, 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის რეჟიმში რომ იყოს? ყველა პატიმრის უფლება ბოლომდე უნდა იყოს დაცული, მაგრამ პრეზიდენტობა პრივილეგია არ არის – პრეზიდენტობა პასუხისმგებლობაა.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე პატიმარი კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა ჯანდაცვის კუთხით დარადგან პრეზიდენტი არ არის, ამიტომარუნდაჰქონდესსამედიცინოსერვისთანხელმისაწვდომობაან, ვთქვათ, არ უნდა იყოს გამორჩეული? მესმის, სადღაც, რაღაც კონტექსტში, სააკაშვილი გამორჩეულია და ეს გამორჩეულობა ჩანს კიდეც, მაგრამ ასეთი სხვაობა? 1600 ვიზიტორი უნდა ჰყავდეს პატიმარს და პოლიტიკურ ოფისად უნდა იყოს გადაქცეული მისი პალატა?!.“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ის უკრაინელი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებების ავტორებს რეგიონში უკრაინის, როგორც „ახალი უფროსი ძმის“ ფორმირება სურთ.
„უკრაინის ხელისუფლებაში უკვე ღიად ამბობენ, რომ ვითარების „დალაგება“ საქართველოში, მოლდოვასა და სომხეთშიც უნდათ, აცხადებენ, რომ ომის დასრულების შემდეგ, ჩვენც „მოგვხედავენ“ – რეგიონში ახალ „უფროს ძმად“ ჩამოყალიბება სურთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.