შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიის წარმატებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ვისაუბრეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლის შესრულებისთვის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
“დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიის წარმატებულ თანამშრომლობას, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე. საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლის შესრულებისთვის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.