რაც ალბანეთსა და უკრაინაში მოხდა, სასამართლო ხელისუფლების პირდაპირი გადაბარებაა, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
მისივე თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით, ლობისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სახელმწიფომ არ უნდა გაითვალისწინოს.
„სასამართლო ხელისუფლების გადაბარების კლასიკური ნიმუშია, რაც უკრაინასა და ალბანეთში ლობისტების ზეწოლით მოხდა. ამის ნათელი მაგალითი თუნდაც ის ნაშრომია, რომელიც სოროსის ფონდ „ღია საზოგადოებაში“ შეიქმნა – შავით თეთრზე წერია, როგორი მეთოდებით უნდა იხელმძღვანელონ, ეტაპობრივად რა უნდა განახორციელონ… არანაირი რეკომენდაცია, რომელიც ასეთი სახით მოვა, ხელისუფლებამ არ უნდა გაითვალისწინოს“, – აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.