15 წელია რუსეთის ელჩი გაძევებულია საქართველოდან, აღარაფრის აღარ გრცხვენია?! – გოგა ხაინდრავა ადამ კინზინგერს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკელი ყოფილი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად კინზინგერმა „ქართულ ოცნებას“ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“

„ბიბლიური ადამი ედემში, ცოდვით დაცემის შემდეგ, მამა ღმერთს დაემალა საკუთარი სიშიშვლის შერცხვა. და შენ ადამ?! 15 წელია რუსეთის ელჩი გაძევებულია საქართველოდან. აღარაფრის აღარ გრცხვენია?!“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

Back to top button