ლევან ნიკოლეიშვილი: რასაც ხელისუფლება ამბობს ამდენი ხანია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა არა მისი, არამედ სხვისი დაგეგმილი იყო “ქვეყნის წინააღმდეგ”, ამას თავადაც ადასტურებს?

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

როგორც ექსპერტი წერს, პირდაპირ და გაჭრილად აღიარებს, რომ მისი ჩამოსვლა იყო დაგეგმილი და არა “სამშობლოს სიყვარულით” განპირობებული?

“ანუ პირდაპირ და გაჭრილად აღიარებს, რომ მისი ჩამოსვლა იყო დაგეგმილი და არა “სამშობლოს სიყვარულით” განპირობებული? ანუ რასაც ხელისუფლება ამბობს ამდენი ხანია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა არა მისი, არამედ სხვისი დაგეგმილი იყო “ქვეყნის წინააღმდეგ” ამას თავადაც ადასტურებს? ამაზე დიდი სკანდალი ბოლო პერიოდში რამე გახსენდებათ!?”- წერს ნიკოლეიშვილი.

Back to top button