საქართველო, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით რჩება პირველ ადგილზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის და უსწრებს ევროკავშირის 9 წევრ ქვეყანას – ლევან ქარუმიძე

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ლევან ქარუმიძის განცხადებით, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის ინდექსის გათვალისწინებით, ევროკავშირის 9 წევრ ქვეყანას უსწრებს – ამის შესახებ ლევან ქარუმიძემ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

“+1 ქულა საქართველოს კორუფციასთან ბრძოლაში. საქართველო, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით რჩება პირველ ადგილზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის და უსწრებს ევროკავშირის 9 წევრ ქვეყანას,” – წერს ლევან ქარუმიძე.

Back to top button